აშშ-ს შტატების - ვაშინგტონისა და კოლორადოს ამომრჩევლებმა, წინასაწარი ინფორმაციით, ხმა მისცეს მარიხუანის გაყიდვის ლეგალიზებას და მის გაცემას სამედიცინო რეცეპტის გარეშე. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე მასაჩუსეტსის მაცხოვრებლებმა მხარი დაუჭირეს მსუბუქი ნარკოტიკის გამოყენებას სამედიცინო მიზნებით.
ფედერალური კანონი მარიხუანის გაყიდვას ნებისმიერი მდგომარეობის გამო - კრძალავს. ვაშინგტონსა და კოლორადოში მარიხუანის სრულმა ლეგალიზაციამ შესაძლოა ადგილობრივ და ფედერალურ საკანონმდებლო ორგანოებს შორის წინააღმდეგობა გაამძაფროს.
მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ კენჭისყრა კიდევ სამ შტატში - ორეგონში, არკანზასსა და მონტანაში გაიმართება.