,,დაიწყო პროცესი არა შურისძიების, არამედ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების შეფასებისას და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების აღსრულების პროცესი დაიწყო.
,,რაც ტელევიზიით ვნახე ეს არ იყო სატელევიზიო შოუ ეს არ იყო ხელის გადაგრეხა, ანგარიშსწორება. ეს იყო ცივილიზებული მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი", _განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ყოფილი მაღალჩინოსნები ბაჩანა ახალია, გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა დააკავეს.