აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან მიტ რომნიმ არჩევნებში დამარცხება აღიარა და პრეზიდენტ ბარაკ ობამას გამარჯვება მიულოცა. ბოსტონში სიტყვით გამოსვლისას მიტ რომნიმ საკუთარ მომხრეებს ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ტელეფონით ესაუბრა ობამას და გამარჯვება მიულოცა.
ამ დროისათვის არსებული შედეგების მიხედვით ბარაკ ობამამ ამომრჩეველთა კოლეგიის 303 წევრის , ხოლო მიტ რომნიმ 203 წევრის ხმა მიიღო.
აშშ-ში არჩევნები ორსაფეხურიანია. ყოველი შტატის ამომჩეველი ირჩევს ამომჩეველთა კოლეგიის წევრებს. ყოველი შტატიდან კოლეგიის წევრების რაოდენობა დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. 270 კოლეგიის წევრის მხარდაჭერილი კანდიდატი ხდება ქვეყნის პრეზიდენტი.
ობამამ გამარჯვება მოიპოვა საკნავძო შტატებში: ოჰაიოში, კალიფორნიაში, ვისკონსინში, ვაშინგტონში, ნიუ-გემპრიშში, ჰავაიში.
ბარაკ ობამამ Twitter-სა და Facebook-ზე უკვე გადაიხადა მადლობა საკუთარ ამომრჩევლებს.
"ეს არის თქვემნი დამსახურება. მადლობა თქვენ. კიდევ ოთხი წელი", - წერს ბარაკ ობამა.
ობამას სასარგებლოდ, მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა პარასკვეს გამოქვეყნებული სტატისტიკა დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ, პრეზიდენტის რეაგირება ქარიშხალ "სენდის" შედეგების აღმოფხვრასა და ასევე ნიუ-იორკის მერის მაიკლ ბლუმბერგის ღიად გამოხატული მხარდაჭერა.