დღეს,, 8 თებერვალს, 17:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში, ახალგაზრდობის სულიერი და ინელექტუალური განვითარების ცენტრში, დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ორგანიზებით გამართულ საღამოზე, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართვა ახალგაზრდებისადმი.
ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი, უკვე 3 წელია ქართველ ახალგაზრდებთან აქტიურად თანამშრომლობს. დავითიანნის პრიორიტეტი, ამ ეტაპზე, არის ანტინარკოტიკული მიმართულებით საქმიანობა. პროექტის მიზანია,
პირველადი პრევენციული პროგრამების, ქმედითი ღონისძიებების განხორციელებითა და სარწმუნოებრივი თვითშეგნების გაზრდით ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა.
დავითიანნი ანტინარკოტიკული პროექტის `საქართველოს ახალგაზრდობა ჯანსაღი მომავლისათვის~ ფარგლებში ახორციელებს შემეცნებით, ინტელექტუალურ, სპორტულ და სხვადასხვა სახის შეჯიბრებებს. შეხვედრაზე მოხდება ახალი პროექტებისა და ინიციატივების პრეზენტაცია.
დავითიანნმა ერთი თვის წინ დაიწყო თანატოლგანმანათლებლების პროექტი, რომელიც მოზარდებში სულიერი, ეროვნული ინტელექტუალური და კულტურული ფასეულობების დაცვას ისახავს მიზნად.
პროექტის პარტნიორია კომპანია ტკბილი ქვეყანა, კომპანია მითანა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, სტუდენტური თვითმართველობები, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მოხდება ასევე დავითიანნის 2008-2009 წლების საქმიანობის შეფასება და ასევე 2010 წელს დაგეგმილი ღონისძიებების და პროგრამების გაცნობა. ასევე, გაჟღერდება დავითიანნის მიერ დაწესებული პრიზის - ოქროს გრაგნილის პრეზენტაცია.