აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს ამომრჩევლის მისამხრობად ერთი დღეღა რჩებათ. ბარაკ ობამასა და მიტ რომნის რეიტინგები თანაბარია და ანალიტიკოსებს არჩევნების შედეგების წინასწარმეტყველება უჭირთ.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 6 ნოემბერს ტარდება. არჩევნები ორსაფეხურიანია. ყოველი შტატის ამომჩეველი ირჩევს ამომჩეველთა კოლეგიის წევრებს. ყოველი შტატიდან კოლეგიის წევრების რაოდენობა დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. კოლეგიის 270 წევრის მხარდაჭერილი კანდიდატი ხდება ქვეყნის პრეზიდენტი.