ჩინეთმა ურანის გიგანტური მარაგები აღმოაჩინა, ამის შესახებ განცხადებას ჩინეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, საბადო ქვეყნის ერთ-ერთ ავტონომიურ რეგიონშია აღმოჩენილი.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ აღმოჩენას ჩინეთის ურანის მარაგების და ბირთვული ენერგიის მოპოვების მხრივ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
ურანის საბადოსთან ერთად მიკვლეულია ასევე ნახშირის უდიდესი მარაგებიც, რაც წინასწარი მონაცემებით 51 მლრდ ტონას შეადგენს.