საკანონმდებლო ორგანოში 2013 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა იწყება. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 8,5 მლრდ ლარით განისაზღვრა.
2013 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა, სოციალური პროექტები, განათლება და სოფლის მეურნეობა იქნება. ახალი მთავრობა „ქამრების შემოჭერასაც" აპირებს და უკვე სახელდება ის ხარჯები, რომელიც მომავალ წელს შემცირებას დაექვემდებაერება, ამ მიზნით მთავრობა სხვადასხვა პროექტებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უშიშროების საბჭოს აპარატის ხარჯების შემცირებას აპირებს. 2013 წლის ბიუჯეტის გარკვეული დეტალები დღეს ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი, რომლის შემდეგაც მისი განხილვა სხვადასხვა საპარლამენტო კომიტეტებში გაგრძელდება. .