უკრაინის ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება. ვიტალი კლიჩკოსა და იულია ტიმოშენკოს პარტიები აპირებენ ჩაატარონ ყრილობები და გაანულონ საკუთარი სარჩევნო სიები და არ შევიდნენ უმაღლეს რადაში. ხვალ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან დაგეგმილია ოპოზიციის მიტინგი.
გაერთიანებული ოპოზიცია ცესკო-ს შენობასთან ადგილობრივი დროით 10:00 საათზე შეიკრიბება.
"ხელისუფლება თავხედურად ცდილობს შედეგების ფალსიფიცირებას თვით იმ ოლქებშიც კი სადაც ოპოზიცია იმარჯვებს. ხელისუფლების კანიდატების სასარგრბლოდ ხდება ათასობით ადამინების მიერ გამოხატული ნების ნიველირება. ნადგურდება საარჩევნო დოკუმენტაცია. ხელისუფლება სისხლით ცდილობს მოიპოვოს სასურველი შედეგები", - აცხადებს ოპოზიცია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ცესკომ ოქმების 99,90% დაამუშავა. არსებული შედეგების მიხედვით რეგიონების პარტიამ 30,01% მოაგროვა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ -ბატკივშინამ (ტიმოშენკოს ბლოკი) - 25,52%, "უდარმა" (ვიტალი კლიჩკოს პარტია) - 13,95%, კომპარტიამ -13,18%, ნაციონალისტურმა პარტიამ "თავისუფლება" - 10,44%.
მასალის გამოყენების პირობები