ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაღუ მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები პალესტინის ავტონომიის ხელისუფლებასთან.
ისრაელის პრემიერი აცხადებს, რომ თუ პალესტინის ავტონომიის ლიდერს მაჰმუდ აბასს სერიოზულად სურს მშვიდობა და ამ პროცესზე მუშაობა იგი მზადაა დაუყონებლივ დაიწყოს მოლაპარაკება.
"იერუსალიმი და რამალა ერთმანეთისგან 7 წუთის სავალ მანძილზეა. მე მზად ვარ დავიწყო მოლაპარაკებები დღესვე", - აცხადებს ნეთანიაღუ.
ისრაელის პრემიერი მოუწოდებს მაჰმუდ აბასს "დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე".