აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ორივე კანდიდატი ძირითად ძალისხმევას იმ შტატებისკენ მიმართავს, სადაც ჯერაც ვერ ჩამოყალიბდნენ თუ რომელი კანდიდატი იქნება მათი რჩეული. სწორედ ამ შტატებზეა დამოკიდებული ორივე კანდიდატის მომავალი და აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტის ვინაობის გარკვევა.
ბარაკ ობამა ოჰაიოს, ვისკონსინს, აიოვას და ვირჯინიას "გადაბირებას" ცდილობს. მიტ რომნი ნიუ-გემპშირის, აიოვას და კოლორადოს.
გამოკითხვევის მიხედვით ბარაკ ობამას მცირე უპირატესობა ფაქტობრივად უმნიშვნელოა.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, საბოლოოდ, შესაძლოა, გამარჯვება ობამას დარჩეს, რადგანაც საკვანძო შტატებში რომნის მხარდამჭერთა რაოდენობა უმნიშვნელოდ იზრდება.
გამოცემის ინფორმაციით, ობამა, სავარუდოდ, კმაყოფილი უნდა იყოს არჩევნების წინა კვირით.
პარასკვეს გამოქვეყნებული სტატისტიკა დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ, პრეზიდენტის რეაგირება ქარიშხალ "სენდის" შედეგების აღმოფხვრაზე და ასევე ნიუ-იორკის მერის მაიკლ ბლუმბერგის ღიად გამოხატული ხარდაჭერა ობამასთვის მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო აქტივია.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მიტ რომნის წინაშე ურთულესი ამოცანა დგას, მან გამარჯვება უნდა მოიპოვოს ცხრა გადამწყვეტ შტატში.
გამოკითხვების მიხედვით ობამას 1-2%-იანი უპირატესობა ცდომილებების გათვალისწინებით მნიშვნელოვან ფორად არ შეიძლება ჩაითვალოს. აშშ-ში არჩევნები ორსაფეხურიანია. ყოველი შტატის ამომჩეველი ირჩევს ამომჩეველთა კოლეგიის წევრებს. ყოველი შტატიდან კოლეგიის წევრების რაოდენობა დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. 270 კოლეგიის წევრის მხარდაჭერილი კანდიდატი ხდება ქვეყნის პრეზიდენტი.
უმნიშვნელოვანესი ორივე კანიდატისთვის ოჰაიოს შტატია სადაც კოლეგიის 18 წევრი ირჩევა და მათმა ხმამ შესაძლოა გადაწყვიტოს არჩევნების შედეგები. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის საარჩევნო კანონდებლობის მიხედვით შესაძლებელია ვადამდელი ხმის მიცემაც. გავრცელებული ინფორმაციით, წელს ეს პროცესი უფრო აქტიურად მიმდინარეობს. 34 შტატსა და კოლუმბიის ოლქში უკვე ხმა მისცა 25 მილიონმა ადამიანმა. ამ დოისათვის გამოქვეყნებული მონაცემებით ობამა ლიდერობს ფლორიდაში, აიოვაში, ნევადაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოჰაიოში, ხოლო რომნი კოლორადოში.
თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ობამას უპირატესობა უფრო დაბალია ვიდრე 2008 წელს. სტატისტიკის მიხედვით, რომელიც ობამას შტაბმა გამოაქვეყნა, მათ შორის ვინც ამ დროისთვის ხმა მისცა 2/3 ქალი, ახალგაზრდები, აფროამერიკელები და ემიგრანტები ან მათი შთამომავლები არიან. ისინი ისედაც, ტრადიციულად, ხმას აძლევენ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს.