შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბენზინგასამართ სადგურზე მუქარით ფულის გამოძალვის მცდელობა აღკვეთეს.
თბილისში ერისთავის ქ. # 1-ში მდებარე ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს მოქალაქე ნიკოლოზ ჭყოიძე ემუქრებოდა. მას თან ცივი იარაღი, დანა, ჰქონდა. ნიკოლოზ ჭყოიძის განეიტრალება დაცვის პოლიციისა და პატრულის თანამშრომლებმა შეძლეს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით. დაკითხულია ნიკოლოზ ჭყოიძე. მიმდინარეობს გამოძიება.