აშშ-ს არჩევნებთან დაკავშირებული 10 უცნობი ფაქტი, ამ სატაურით აქვეყნებს "ბი-ბი-სი" სტატიას. "ჯი-ეიჩ-ენი გთავაზობთ სტატიის სრულ ვერსიას:
"თქვენ გსმენიათ მათი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ, შესაძლოა წაგიკითხავთ კიდეც მათი წინასაარჩევნო პროგრამები. მაგრამ არის კიდევ ბევრი რამ რაც ასევე ინტერესის საგანია - მაგალითად რას უნდა ნიშნავდეს ობამას ჟესტი, რომელსაც იგი ცერა თითის გამოყენებით ოპონენტის მიმართ მიმართავს? და რატომ მიმართავენ, თუნდაც ყოფილ პრეზიდენტებს "ბატონო პრეზიდენტო"-თი. გადავხედოთ ამერიკული პოლიტიკისა და ახლანდელი საპრეზიდენტო კამპანიის ყველაზე ნაკლებად ცნობილ 10 თავისებურებას.
რატომ ტარდება არჩევნები ყოველთვის სამშაბათობით?
იმის გათვალისწინებითაც კი, რომ დემოკრატიულად განვითარებად ქვეყნებს შორის აშშ-ში ამომრჩეველთა აქტიურობას ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი აქვს და ამომრჩეველთა მეოთხედი ნაწილი, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს ამტკიცებს, რომ ისინი ზალიან დაკავებულები არიან ძალისხმევა, რომელიც მიმართული იყო არჩევნები დასასვენებელ დღეეში ჩატარებულიყო წარუმატებლად დაგვირგვინდა.
ნოემბრის პირველი ორშაბათის სამშაბათი დღე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღედ 1845 წლიდან დადგინდა.
XIX საუკუნის შუახანებში აშშ აგრარული ქვეყანა იყო და იმ დროს ფერმერები ცხენებითა და ურმებით მიდიოდნენ უახლოეს საარჩევნო უბანზე, რომელიც მათი ფერმებისაგან ხანდახან მრავალი კილომეტრით იყო დაშორებული.
შაბათი - სამუშაო დღე იყო, კვირა - ეკლესიაში წასვლის დღე და მათთვის მოგზაურობა ხელსაყრელი არ იყო. ოთხშაბათი - ბაზრის დღე იყო და მხოლოდ სამშაბათი რჩებოდა.
მზის სათვალე
პოლიტიკოსები თითქმის არასოდეს არ იღებენ ფოტოებს მზის სათვალით, დასვენების დროსაც კი, განსაკუთრები კი ეს არ ხდება საარჩევნო კამპანიის დროს.
ობამა გოლფს მზის გულზე თამაშობს და სათვალეს არ იკეთებს. რომნის ამ ზაფხულს ფოტო გადაუღეს მაშინ როდესაც იგი წყლის მოტოციკლზე კატაობდა და მას მზის სათვალე არ ეკეთა. ამ დროს მას გვერდით ჰყავდა მეუღლე, რომლის თვალებსაც მზისგან დამცავი სათვალე ფარავდა.
"ადამიანები უფრო ნაკლებად ენდობიან მათ, ვისი თვალები სათვალის შუშის მიღმა იმალება", _ ამბობს გამოსახულებების ატლანტელი კონსულტანტი პარკერ გეიგერი.
"თვენ უბრალოდ ვერ გრძნობთ ადამიანის არსებას, მაშინ როდესაც არ არის ხილვადი კონტაქტი, რომლის მეშვეობითაც თქვენს შორის ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები უნდა დამყარდეს. მზის სათვალე არის ბარიერი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის. ამბობენ, რომ თვალები სულის სარკეა და თუ მე ვერ ვხედავ თქვენი სულის სარკის გამოსახულებას როგორ გენდოთ?".
ნევადაში შეგიძლია "ყველას წინააღმდეგ" მისცე ხმა
არ მოგწონთ საქონელი მაღაზიის ვიტრინაში? - არ იყიდოთ! ნევადის შტატში ამომრჩევნებს აქვთ უფლება "ყველას წინააღმდეგ" მისცენ ხმა. ეს გრაფა საარჩევნო ბიულეტენებში 1976 წლიდან არსებობს და არჩევნებიდან არჩევნებამდე მას სულ უფრო და უფრო მეტი ამომრჩეველი იყენებს.
2010 წელს სენატორის არჩევნებში ამომრჩევლების 2, 25 % "ყველას წინააღმდეგ მისცა ხმა. მაშინ ერთმანეთს დემოკრატი გარი რიდი და რესპუბლიკელი შარონ ენგლი უპირისპირდებოდნენ. ამ არჩევნებში რიდმა გაიმარჯვა.
ჟესტი ცერა თითით
დებატების დროს პრეზიდენტი საკმაოდ ხშირად იყენებს ამ ჟესტს: იმისათვის რომ ხაზი გაუსვას თავისი სიტყვების მნიშვნელობას იგი ერთგვარ ხაზგასმას აწარმოებდა მოწინააღმდეგის მიმართ, მაშინ როდესაც მისი ცერა თითი თითოს ხელისგულზე წევს და ხელი ამ დროს მუშტის ფორმაზეა შეკრული.
ობამას, როგორც ჩანს სპეციალურად ასწავლეს ეს ჟესტი, რომელიც თითქოს არც თუ ისე ბუნებრივია ჩვეულებრივი ურთიერთობისას და ეს სავარუდოდ, ჟესტიკულაციის სპეციალისტის პატი ვუდის თქმით, იმისათვის გაკეთდა, რომ ობამა ძლიერად და გადაწყვეტილებების მიმღებად გამოჩენილიყო.
"ეს სიმბოლური იარაღია. მათ ვისაც საჯარო გამოსვლები უწევთ ასწავლიან არ ჟესტს, იმისათვის, რომ გამომსველელები უფრო ძლიერებად გამოჩნდნენ და აუდიტორიის ყურადღება დაიმსახუროს, პოლიტიკური გამოსვლების დროს კი თავისი ძალას გაუსვან ხაზი". ქვეცნობიერ დონეზე კი ამას მამაგაცები იყენებენ და ამით ხაზს უსვამენ - "მე მამაკაც ვარ".
ტიტულები მთელი ცხოვრების განმავლობაში
მიტ რომნი მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორ იყო და ეს თანამდებობა ექვსი წლის წინ დატოვა, მაგრამ მას ახლაც კი "გუბერნატორ რომნის" უწოდებენ, თითქოს ეს საგვარეულო ტიტული იყოს და არა პოლიტიკური თანამდებობა.
აშშ-ში არის მხოლოდ ერთი მოქმედი პრეზიდენტი, მაგრამ ბილ კლინტონსა და ჯორჯ ბუშს ყოველთვის უწოდებენ - "პრეზიდენტი კლინტონი" და "პრეზიდენტი ბუში", მაშინაც კი როდესაც ისინი ობამასთან ერთად იმყოფებიან. მაგალითად, ნიუტ გრინგრიჩს "ბატონ სპიკერს" უწოდებდნენ მაშინაც კი როდესაც მან ეს თანამდებობა 14 წლის წინ დატოვა და სპიკერი მხოლოდ 4 წლის განმავლობაში იყო.
მწერალი დენიელ პოსტ-სენინგი აცხადებს: "ეს არის ჩვენი პატივისცემის დემონსტრირება ხელისუფლების ინსტიტუტების მიმართ და მაჩვენებელია დემოკრატიისა და იმისა, რომ ეს თანამდებობები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათ სახელწოდებები პროფესიულ ტიტულებად იქცევა.
მაგალითად, როდესაც მოსამართლე ან ექიმი თანამდებობიდან მიდის და მათ თავიანთ პროფესიულ იდენტურობაში ბევრი რამ აქვთ ჩადებული მრავალი მათ მათი პროფესიული ტიტულებით მიმართავს".
შეიძლება არჩევნები წააგო, მაგრამ თეთრ სახლში მოხვდე
აშშ-ს ისტორიაში იყო ოთხი შემთხვევა, რომლის დროსაც კანდიდატმა, რომელმაც მის მოწინააღმდეგეზე ნაკლები ხმა დააგროვა - პრეზიდენტი გახდა. ეს ხდებოდა იმიტომ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა უნდა მიიღოს, ამომრჩეველთა რაოდენობა კი ამა თუ იმ შტატის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.
გამოდის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 51 ცალკე აღბული არჩევნებისგან შედგება (50 შტატი და ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) და გამარჯვებული ხდება ის ვისაც ამომრჩეველთა სულ მცირე 270 ხმა ექნება.
სულ ახლახანს 2000 წელს ჯორჯ ბუშმა არჩევნები მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ ალბერტ გორზე ნახევარი მილიონით ნაკლები ხმა დააგროვა. მაშინ ბუშს 271-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი და ეს გამარჯვებისათვის საკმარისი აღმოჩნდა.
სავსებით შესაძლებელია, რომ ადამიანი, რომელიც მომდევნო წლის იანვარში ფიცს დადებს კვლავ ნაკლები რაოდენობის ხმას დააგროვებს - ვიდრე მისი მოწინაღმდეგე.
ანალიტიკოსების მიერ გაკეთებული ერთ ერთი ანალიზის მიხედვით, შესაძლოა ბარაკ ობამამ საკმარისი რაოდენობის შტატებში გაიმარჯვოს , იმისათვის რათა მას 270 მა ამომრჩეველმა მისცეს ხმა, მაგრამ ამასთან ერთად შესაძლოა რომნიმ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს მჭიდროდ დასახლებულ კონსერვატორულ შტატებში, ისეთებში, როგორიც არის ტეხასი და ჯორგია და შედეგად საბოლოო ჯამში იმაზე მეტი ხმა დააგროვოს ვიდრე ობამამ. შესაძლოა მოხდეს ისეც, რომ რომნი გახდეს პრეზიდენტი და ბაიდენი - ვიცე პრეზიდენტი.
რესპუბლიკელი და დემოკრატი
ანალიტიკოსების თქმით, აშშ-ს პოლიტიკა ახლა ძალიან პოლარიზებულია, მაგრამ შესაძლებელია უფრო უარესი მოხდეს. რესპუბლიკელი რომნი გახდეს პრეზიდენტი, ხოლო დემოკრატი ჯო ბაიდენი - ვიცე პრეზიდენტი.
აშშ-ს კონსტიტუციის თანახმად თუ ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ ხმის მიცემა ფრე დამთავრდება და არის რამდენიმე სცენარი, რომელთა მიხედვითაც ეს მართლაც შეიძლება მოხდეს - პრეზიდენტის არჩევა უკვე წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს მოუწევს.
ახლა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ და ეს მაჩვენებელი უახლოეს მომავალში ალბათ არ შეიცვლება. ამიტომაც თუ საქმე აქამდე მივა პრეზიდენტად რომნის აირჩევენ. მაგრამ იმავე კანონის თანახმად, დემოკრატები, რომელთაც სენატში უმრავლესობა აქვთ ვიცე-პრეზიდენტს ირჩევენ და მათ ბაიდენის არჩევა მოუწევთ. ბაიდენი კი რომნის ყველა ნაბიჯს გაუძლებს.
"ეს ისტორიული კვანძია, რომელიც შესაძლოა ისეთი ქუჩის აქციებისა და დემონსტრაციების საბაბი გახდეს, რომ პოლიტიკური ბრძოლა მადლიერების დღეზე, რომელიც ჯანდაცვის სისტემას ეხებოდა აღლუმად მოგვეჩვენოს", _ წერს "New York Times"-ის მიმომხილველი მორინ დაუდი.
რატომ "folks" ? -ი
"ხალხს აქ აიოვაში ესმის: არ შეიძლება ეკონომიკის თავდაყირა დაყენება", _ ამბობდა ობამა 17 ოქტომბერს.
"მე ვიცი ხალხი იბრძვის", - თქვა 10 ოქტომბერს რომნიმ.
ობამაც და რომნიც სიტყვა "folks"-ს "ხალხი" იმაზე უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე მისი გაგონება მათივე სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული წრეების წარმომადგენლებისაგან შეიძლება.
სიტყვა, რომლის სათავეები ძველ ინგლისურ ენაშია აშშ-ში ისტორიულად სამხრეთთანაა კავშირში. თუმცა არც ობამა და არც რომნი სამხრეთელები არ არიან.
"სიტყვა "ხალხი" დაახლოებით ზუსტად ისევე გამოიყენება, როგორც სიტყვა "ადამიანები", მაგრამ არის უფრო თბილი და ღია", - აცხადებს ოქსფორდის ამერიკული პოლიტიკური სლენგის ლექსიკონის რედაქტორი გრანტ ბარეტი.
"ამერიკული პოლიტიკა - სამხრეთელების თამაშია. ეს მოლაპარაკეთა თამაშია, სამხრეთელები კი მოლაყბეები არიან. ნაციონალურ დონეზე ჩვენთან ხშირად სამხრეთელები დომინირებენ", _ ამბობს ის.
არჩევნების ბედს ამომრჩეველთა მესამედი გადაწყვეტს
6 ნოემბრის არჩევნების ბედს აშშ-ს მოსახლეობის დაახლოებით 30 % გადაწყვეტს.
აშშ-ს შტატების უმრავლესობა, მათ შორის ხუთიდან ოთხი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატი ისე ცალსახად უჭერენ მახრს რესპუბლიკელებს ან დემოკრატებს, რომ კანდიდატები იქ წინასაარჩევნო კამპანიასაც არ ატარებენ.
ამის ნაცვლად, იმისათვის, რომ გამარჯვებისათვის საჭირო 270 ამომრჩეველი დააგროვონ მხარეები რამდენიმე ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფ შტატში იბრძვიან. არჩევნების საბოლოო შედეგიც იმ გაურკვეველ შტატებში მცხოვრები ამერიკელების ერთ მესამედზეა დამოკიდებული.
ხმის მიცემა რეგისტრაციის გარეშე
ერთადერთი შტატი, სადაც რეგისტრირება ხმის მიცემისათვის სავალდებულო არ არის ჩრდილოეთ დაკოტაა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს შტატი XIX საუკუნეში ერთ ერთი პირველი შტატი იყო სადაც რეგისტრაცია აუცილებელი იყო ეს ვალდებულება 1951 წელს გაუქმდა. შტატის მთავრობის ინტერნეტ გვერდზე ნათქვამია, რომ ეს გაუქმება შტატის სოფლის თემების შეკრულობით არის განპირობებული.
"ეს სისტემა დაკავშირებულია იმასთან, რომ შტატში ძირითადად სოფლის მოსახლეობა ცხოვრობს და ხმის მიცემაც ძალიან ბევრ ადამიანს არ უწევს. შედარებით მცირე საარჩევნო უბნები შექმნილია იმისათვის რომ საარჩევნო კომისიის წევრები პირადად იცნობდნენ იმ ამომრჩევლებს რომელებიც არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მიდიან. ამიტომაც ისინი ადვილად განსაზღვრავენ იმ ადამიანებს, რომელთაც ხმის მიცემის უფლება არ აქვთ".
ამომრჩევლები აშშ-ს მოქალაქეები უნდა იყვნენ 18 წელს ზემოთ ასაკისა, რომლებიც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე სულ მცირე 30 დღის განმავლობაში უნდა ცხოვრობდნენ. - ამბობს შტატის სახელმწიფო მდივანი და ამასთან ერთად ამომრჩეველმა კომისიის წევრებს მაინც უნდა აჩვენონ მისი პასპორტი იმ შემთხვევაში თუ კომისიის წევრები მას ვერ იცნობენ.