დღეს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი ოზურგეთს ესტუმრება. ღულოვსი სოციალურად დაუცველ 11 ოჯახს შეხვდება (8 მოზარდსა და 2 პედაგოგს), რომლებსაც პირველი ლედი შეპირდა, რომ კომპიუტერის შემსწავლელი კურსების წარმატებით გავლის შემდეგ, საჩუქრად კომპიუტერებს მიიღებდნენ.
კურსის დასრულების შემდეგ კი, სოციალურად დაუცველ პირებს საჩუქრები პირველი ლედისგან დღეს გადაეცემათ.