"კითხვა დაისვა და მინისტრმაც როგორც შეძლო ისე გამოძვრა. მას არ უთქვამს არც "კი" და არც "არა", მან თქვა: ყველაფერი მიდის, ყველაფერი იცვლება. არ მგონია, რომ ამ საკითხში ბელორუსის პოზიციამ რაიმე ცვლილება განიცადა. ეს საკიტხი როგორც იყო ჰაერში გამოკიდებული - ასეთად რჩება დღესაც", _ აცხადებს ბელორუსი პოლიტოლოგი ვალერი კარბალევიჩი.
ამავე დროს ექსპერტი აღნიშნავს, რომ ბელორუსი რთულ სიტუაციაში იმყოფება. ბელორუსში 2013 წლისათვის რუსული ნავთობის მიწოდების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების დროს მოკავშირემ არაორაზროვნად მიუთითა მინსკს 1,5 მილიარდი დოლარის კომპენსაციის გადახდის აუცილებლობის შესახებ.
პოლიტოლოგი ასევე არ გამორიცხავს, რომ ბელორუსი და რუსეთი უახლოეს მომავალში მართლაც დაუბრუნდნენ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვას.
"შესაძლოა ეს საკითხიც ამოტივტივდეს სხვა საკითხებთან ერთად. კერძოდ, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და თავდაცვითი შეკვეთის საკითხები. შემთხვევით, ხომ არ ჩამოსულა მინსკში სულ ახლახანს რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი როგოზინი. შესაძლოა ხელახლა დადგეს პრივატიზაციის საკითხიც.
ხოლო რაც შეეხება 1,5 მილიარდის დაბრუნების მოთხოვნას, ეს ჩემი აზრით - არასერიუზულია, ვინაიდან ამ დაბრუნებისათვის არავითარი იურიდიული საფუძველი არ არსებობს. ეს უბრალოდ შანტაჟია, მოლაპარაკებების დროს გარკვეული სვლა, ზეწოლის ელემენტი და არა უმეტეს. რუსეთი ბელორუსზე ზეწოლას ახორციელებს, შანტაჟს, კუთხეში აქცევს, მაგრამ ეს ხომ პირველად არ ხდება", - აცხადებს პოლიტოლოგი.