ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე სამინისტროებისთვის ბიუჯეტის შემცირებას მიესალმება. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს კახა კალაძემ განუცხადა, ხშირ შემთხვევაში სამინისტროების ბიუჯეტი გაბერილი იყო და აქედან გამომდინარე ის მიესალმება შემცირებას.
"3-4 ნოემბერს ყველა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს თავისი ბიუჯეტი და მოხდება განხილვა ვის რამდენით უნდა შეუმცირდეს", - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ მისი უწყების ბიუჯეტი 9 მილიონ 900 ათასს შეადგენს.