ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა ღიად დაუჭირა მხარი ბარაკ ობამას აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ასარჩევად. ბლუმბერგის თქმით, ობამა არის კლიმატის ცვლილებების საკითთხში ერთ ერთი გამორჩეული ლიდერი. "სწორედ კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება "სენდის" მაგვარი ქარიშხლები და სხვა კატაკლიზმები", - მიიჩნევს ბლუმბერგი.
ამავე დროს, ნიუ-იორკის გუბერნატორმა თხოვნით მიმართა ბარაკ ობამას თავი შეიკავოს ნიუ-იორკში ჩასვლისგან, რადგანაც მისი ვიზიტი დამატებით ხარჯებს გამოიწვევს.
თეთრის სახლის წარმომადგენელთა განმარტებით, ობამა არ აპირებს არასასურველი ხარჯების გამო ვიზიტს ნიუ-იორკის შტატში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ნიუ-ჯერსიში ყოფნისას პირობა დადო, რომ ფედერალური ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.
Washington Post-ისა და ABC-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვევით ათიდან რვა რესპოდენტმა ბარაკ ობამას ქმედებებს კრიზისი დროს "საუკეთესო" და "კარგი" შეფასება მისცა.
რაც შეეხება მიტ რომნის, მან ორი შეხვედრა გამართა ფლორიდაში და როგორც მის შტაბში აცხადებენ, იგი შეცადა საკუთარი გამოსვლაში "პოზიტიური ნოტები" შეეტანა. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 6 ნოემბერს იმართება.