ჩეხეთში არალეგალური გზით შეტანილი ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 31-ს მიაღწია. მორავი-სილეზნის მხარის პოლიციის პრეს-მდივნის გაბრიელ გოლჩაკოვის განცხადებით, გარდაიცვალა 53 წლის მამაკაცი, ორი ადამიანი კი ჰოსპიტალიზირებულია ქალაქ ოსტროვის კლინიკაში.
მისი თქმით, სამართალდაცავმა ორგანოებმა აღმოაჩინეს ბოთლი, რომელშიც ესხა ალკოჰოლური სითხე მეთანოლის შემცველობით. ბოთლს არ ჰქონდა აქციზური მარკა.
დახმარების რეგიონალურ სამსახურის პრეს-მდივნის ლუკაშ გუმპლის განმარტებით, სავადმყოფოში გადაყვანისას 53 წლის მამკაცს გაუჩერდა გული და შექმნა ფილტვების პრობლემა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ჰოსპიტალიზირებულია ორი - 50 და 67 წლის მამაკაცი, რომლებიც ასევე მეთილის სპირტით არიან მოწამლულნი. მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ჩეხეთის ხელისუფლება დაბეჯითებით თხოვს მოსახლეობას კარგად შეამწმონ ალკოჰოლის ბოთლები და მათზე აქციზური მარკის არსებობა.
ჩეხეთის მედიის ინფორმაცით, ამჟამიდელი ალკოჰლოური მოწმვლის შემთხვევა რაოდენობრივად ყველაზე დიდია ბოლო 31 წლის განმავლობაში.
სულ სექტმებრის დასაწყისიდამ მოწმლულთა რაოდენობამ 90 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 31 გარდაიცვალა.