თბილისის მკაცრი რეჟიმის #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ე. წ. ორი კანონიერი ქურდი ელგუჯა დიღმელაშვილი და გიორგი კარანაძე თოდუას სახელობის კლინიკაში სამედიციო გამოკვლევისთვის გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანს სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, რის გამოც აუცილებელი გახდა მათი კლინიკაში გადაყვანა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.