ბიზნესმენი თემურ კვარაცხელია იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის უწყების ყოფილ ხელმძღვანელ დავით კეზერაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს. ბიზნესმენი თემურ კვარაცხელია და "უფლებადამცველთა გაერთიანება" უახლოეს დღეებში სასონ ჰოკისა და უმაღლესი რანგის ჩინოვნიკების წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ.
ებრაელ ბიზნესმენმა სამი წლის მანძილზე კვარაცხელიას იძულებით გადააფორმებინეს მის სახელზე არსებული 1 400 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით და ამჟამად სასონ ჰოკს იპოთეკით დატვირთული 10 მილიონი დოლარის ღირებულების მშენებარე კომპლექსი იძულებით აუქციონზე გააქვს.
კვარაცხელიას თქმით, მის მიმართ ძალადობა დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ზურგს ამოფარებული ებრაელი ბიზნესმენის სასონ ჰოკის მეშვეობით განხორციელდა.
"სასონ ჰოკმა არაერთხელ მითხრა, რომ მის უკან იდგა ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და სხვა მფარველები ხელისუფლებიდან. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში დიდი ფული უნდა ვიშოვოო", - აღნიშნა თემურ კვარაცხელიამ.
მისი თქმით, ორთაჭალაში მდებარე ხუთსართულიანი კულტურისა და ბიზნესის ცენტრით დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი პირადად დაინტერესდა. ხოლო ებრაელმა ბიზნესმენმა სასონ ჰოკმა კვარაცხელიას მშენებლობისა და ბიზნესის დასამთავრებლად 1 300 000 აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი გაუხსნა, რომელსაც ტრანშის სახით გასცემდა.
კვარაცხელიას თქმით, სასონ ჰოკმა მეორე ტრანშის გაცემისას მის სახელზე არსებული იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთის გადაფორმება მოსთხოვა. იგივე პირობა წაუყენა ებრაელმა ბიზნესმენმა კვარაცხელიას მესამე ტრანშის გაცემის დროსაც და რესტრონის გადაფორმება მოსთხოვა.
"სასონ ჰოკმა არაერთხელ მითხრა, რომ მის უკან იდგა ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და სხვა მფარველები ხელისუფლებიდან. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში დიდი ფული უნდა ვიშოვოო", - აღნიშნა თემურ კვარაცხელიამ.