აშშ-ის ჩრდილო აღმოსავლეთი დამანგრეველი ქარიშხლის შემდეგ ცხოვრების ნორმალურ რიტმს უბრუნდება. აშშ-ში ქარიშხალმა სენდიმ ბოლო მონაცემებით 63 ადამიანი იმსხვერპლა.
ნიუ-იორკიდან განახლდა ავიამიმოსვლა. გაიხსნა რიგი სახელმწიფო დაწესებულებები. ამერიკის საქმიანი ცენტრი - უოლ-სტრითი ასევე დაუბრუნდა ცხოვრების ნორმალურ რიტმს.
ამის მიუხედავად ამ დრომდე მილიონობით ადამიანას არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ენდროიუ კუომოს განცხადებით, ამჟამიდელ თაობებს არასოდეს უნახავთ ასეთი ძლიერი ნგრევა.
პრეზიდენტმა ობამამ საარჩევკო კამპანია შეწყვიტა და ის რეგიონები მოინახულა, რომელმაც ქარიშხლის შედეგად ყველაზე მეტი ზიანი განიცადა.
პრეზიდენტი ნიუ-ჯერსის შტატის მოსახლეობას, რომელიც ქარიშხალ სენდისგან დაზარალდა, ელექტროენერგიის მომარაგების აღდგენას დაჰპირდა.
წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას სავარაუდოდ 30-40 მილიონი აშშ დოლარი დასჭირდება.
აშშ-ის რესპუბლიკელი კანდიდატი მიტ რომნი კი საარჩევნო კამპანიას აგრძელებს. იგი ფლორიდაში გამართავს შეხვედრებს.