დასავლეთ ევროპის მოსახლეობის 90%-ს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს პრეზიდენტად ბარაკ ობამას აირჩევვდა. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანული კომპანია YouGov-ის მიერ ჩატრებული გამოკითხვის შედეგებში.
გამოკითხვაში მონაწილეობა ხმის უფლების მქონე ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთის, ფინეთის და ნორვეგიის 1000-1000-მა მოქალქემ მიიღო.
გამოკითხვა ინტერნეტის მეშვეობით 19-28 ოქტომბერს ჩატარდა.
ვერც ერთ ქვეყნაში მიტ რომნიმ ხმების 10%-იც კი ვერ მოაგროვა.
თავად აშშ-ში ორივე კანდიდატის რეიტინგი თითქმის თანაბარია. იმავე კომპანიის (YouGov) მიერ აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ობამას მხარს 48%, ხოლო რომნის 46%.