რუსთავის #16-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრები სხვა ციხეში არ გადაუყვანიათ და დაწესებულებაში სიმშვიდეა. ამის შესახებ უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ გნაცხადა, რომელიც თავად იმყოფებოდა #16-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
"ციხეში ვითარება სტაბილურია, სიმშვიდეა და არანაირ ბუნტს პატიმრების მხრიდან ადგილი არ აქვს. ყველა პატიმარი ადგიზე რჩება", - განაცხადა ცაგურიამ.
ცაგურია ციხეში არსებულ ყველაზე დიდი პრობლემად არასათანადო მკურნალობის შესაძლებლობას ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის #16-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებას შკრებილი პატიმრების ახლობლები მათთან სოზარ სუბარის მისთვლას და ციხეში არსებუილი ვითარების პირადად გარკვევას მოითხოვენ.
პატიმრების ახლობლების ინფორმაციით, დაწესებულება, რამდენიმე მაქანამ დატოვა და აქვთ ეჭვი, რომ პატიმრები სხვადასხვა ციხებში გადაანაწილეს.