სამართალდამცავებს გიორგი გაჩეჩილაძისთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ, _აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გაჩეჩილაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა და აღნიშნა, რომ პოლიციას ბრალის წასაყენებლად კანონიერი ვადა ხვალ საღამომდე აქვს.
მისივე განცხადებით, წაყენებულ ბრალს გაასაჩივრებენ.
,,ჩვენ ვაპირებთ გასაჩივრებას, ჯერ საჩივრის სრულყოფილად მომზადებისთვის ველოდებით საქმის მასალების გადმოცემას", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" აფციაურმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საპროცესო შეთანხმებას არ დათანხმდებიან.
,,რა საპროცესო შეთანხმებაზე, უნდა წავიდეთ, როცა დანაშაული ჩადენილი არ არის'", -განაცხადა აფციაურმა.
შეგახსენებთ, რომ ძველი თბილისის რაიონულმა სამმართველომ გიორგი გაჩეჩილაძე დააკავა. გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს(ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით). საქმე ეხება 27 ოქტომბერს გრობოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე „გალერეაში" მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა.