ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მომხდარი აფეთქების მსხვერპლი სულ მცირე 10 მშვიდობიანი მოქალაქე გახდა, ძირითადად ქალები და ბავშვები. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს .
აფეთქება ჰელმანდის პროვინციაში მოხდა. ავტობუსი გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა. იმავე პროვინციაში მომხდარი კიდევ ერთი აფეთქების მსხვერლი ერთი ადამიანი გახდა.