რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უჩვეულო ინივიატივით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ონიშენკო ვლადიმერ პუტინს ტაძრებში ბავშვების შესვლის შეზღუდვასა და ადამიანის სრულწლოვანებამდე ნათლობის რიტუალის შესრულების აკრძალვას სთხოვს.
"სამწუხაროდ, მართლმადიდებლურ ტაძრებში ანტისანიტარია სუფევს. ბარძიმებსა და ემბაზებში წყლის გადადუღება და ჯვრებისა და ხატების დეზინფიცირება არ ხდება. ამას გარდა, ზიარება ღვინით ხდება და ამას კატეგორიულად ა ვამართლებ. ალკოჰოლი განსაკუთრებით მავნეა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ბავშვის ტვინისათთვის",_ აცხადებს ონიშენკო და აღნიშნავს, რომ მეჩეთებზე ეს შეზღუდვები არ ვრცელდება, ვინაიდან იქ ღვინოს არ სვამენ.
თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინი "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელს ნათლობასთან დაკავშირებული აკრძალვის განხილვას დაჰპირდა, ხოლო ბავშვების ეკლესიებში არ შეშვების ინიციტივა უარყო.