ქარიშხალმა სენდიმ კანადის ტერიტორიისკენ გადაინაცვლა. აშშ-ის ჩრდილო აღმოსავლეთით 40-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, მათ შორის 18 ნიუ-იორკში. მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქარიშხლის გამო გადაიდო 15 ათასზე მეტი ავიარეისი.
ქარიშხლის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ნიუ-ჯერსი და ნიუ-იორკი.
ნიუ-იორკში 4,2 სიმაღლის ტალღებმა და წყალდიდობამ დატბორა მეტროს გვირაბები. აქ ადამინების დაღუპვის ძირითადი მიზეზი ხანძარი და ქარის მიერ ხეების წაქცევა გახდა.
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნიუ-იორკი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცდახა და იქ საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.
ქალაქი სატრანსპორტო კოლაფსში აღმოჩნდა. ნიუ-იორკში დაიწვა 50 სახლი, აფეთქდა ელექტრო ქვესადგური, განხორციელდა ერთი საავადმყოფოს ევაკუაცია.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ნიუ-იორკის ზოგიერთი უბანი საომარი მოქმედების ზონას ჰგავს.
ნიუ-ჯერსის გუბერნატორის კრის კრისტის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზარალდა 2,4 ოჯახი.
"შტორმის შედეგად გამოწვეული ნგრევას ვერც კი შევადარებ იმას რაც ოდესმე მინახავს. შტორმის შემდეგ მხოლოდ სანაპირო ზოლში ორი მეტრის სიმაღლის ნაგავია დაგროვილი", - განაცხადა გუბერნატორმა. აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, 8 მილიონი სახლი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. საევაკუაციო ზონაში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობამ 1 მილიონი შეადგინა. სულ სენდის შედეგად, ჯერაც დაუზუსტებილი ინფორმაციით, კარიბის ზღვის ქვეყნების ჩათვლით, 80-ს გადააჭარბა.