ქარიშხალმა სენდიმ ნიუ-იორკში 18 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ ქალაქის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა. ჯერაც დაუზუსტებელი ინფორმაციით, სულ აშშ-ში ქარიშხალ სენდის გამო დაღუპულთა რაოდენობა 40-ს აღემატება.
ქალაქში მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი. ქუჩებში გამოჩნდნენ ავტობუსები. რეგულარული შიდასაქალაქო მიმოსვლა კი დილიდან აღდგება.
რაც შეხება მეტროპილიტენს, რიგი გვირაბების დატბორვის გამო მისი მუშაობის აღდგენა ამ დროისთვის შეუძლებელია. მეტარებლები მიმოსვლას სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაიწყებენ.
ოთხშაბათსვე აღსდგება ნიუ-იორკის ბირჟების საქმიანობა, ასევე მუშაობას განაახლებს ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი.
ამ დროისთვის ქარიშხალმა კანადის მიმართულებით გადაინაცვლა.