რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ იოსებ სტალინი და საბჭოთა სახემწიფოს სხვა იმდროინდელი ხელმძღვანელები "ყველაზე მკაცრი" შეფასების ღირსები არიან, ვინაიდან ისინი "საკუთარ ხალხს ებრძოდნენ".
"იმის გამო, რაც მაშინ ხდებოდა, არა მხოლოდ იოსებ სტალინი, არამედ სხვა ხელმძღვანელებიც ყველაზე მკაცრი შეფასების ღირსები არიან. მათი დასჯა შეუძლებელია, მაგრამ ეს სწორედ ასეა", _ განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, რომ "ყველაფერი ეს ისტორიაში უნდა დარჩეს და არ განმეორდეს".
"იმიტომ, რომ საკუთარ ხალხთან ბრძოლა ეს უმძიმესი დანაშაულია",_ აცხადებს ის.