ცხინვალის რეგიონის ახალგორის რაიონში მდგარმა რუსმა ოკუპანტებმა იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"მონაკვეთ "ბალაანში" (ლენინგორის რაიონი) სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. ამოღებულია ხელის ნაღმმტყორცნის ხუთი გასროლა ქარხნულ შეფუთვაში. აღმოჩენილი იარაღი რესუბლიკის შს სამინისტროს გადაეცა", _ იუწყება ცხინვალის რეგიონში მდგარი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახური და აღნიშნავს, რომ ამას გარდა, დისევში ასევე აღმოჩენილია ნაღმი, რომლის დამონტაჟების ხანდაზმულობაც 5 წელია.