ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პარლამენტის პრეზიდიუმის" სხდომაზე ე.წ. ნაციონალური პოლიტიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, რელიგიისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარემ მირა ცხოვრებოვამ კანონპროექტი "ოსური საგვარეულო სახელების" შესახებ წარმოადგინა.
მისი თქმით, "ისტორიული პრაქტიკა ოსური გვარების დაწერისა დაბოლოებებით "შვილი", "ძე", "ოვ", "ევ" ორიგინარულ ისტორიულ ფორმას ცვლის და ამახინჯებს".
ამ კანონის ძირითადი ამოცანა "ოსური საგვარეულო სახელების დაწერის აღდგენაა მათ ოდითგანვე არსებულ ჟღერადობაში და ეს ხალხის თვითმყოფადობისათვის, ტრადიციების უწყვეტობისათვის, სულიერებისათვის და თაობათა ეთნიკური კავშირისათვის უნდა გაკეთდეს".
ამ საკითხს სეპარატისტების ე.წ. პარლამენტი 31 ოქტომბერს განიხილავს.
მასალის გამოყენების პირობები