ქარიშხალ სენდის მსხვერპლთა რაოდნეობა აშშ-სა და კანადაში 16-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით ადამიანების დაღუპვის მიზეზი ძირითადად ხეებისა და საგზაო ნიშნების წაქცევა და სარეკლამო კონსტრუქციების ჩამოვარდა გახდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნიუ-იორკი უბედურების ზონად გამოაცხადა. სენდის სხვერპლთა რაოდენობამ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში დაღუპულთა ჩათვლით 70 ადამიანს გადააჭარბა.
ნიუ-იორკში წყალდიდობის შედეგად სატრანსპორტო კოლაფსია. ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ნიუ-იორკის ცალკეულ რაიონში წლის დონემ 4 მეტრს გადააჭარბა. დატბორილია ქალაქის მეტოპოლიტენის გვირაბები. სოცილაური ქვესებიტ ვრცელდება ქალაქის დატბორილი ადგილები სადაც ზღვის ბინადრები, კერძოდ ზვიგენები დაცურავენ. გადადებული ავაირეისების რაოდენობა 15 ათასს გასცდა.
"ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი 108 წლისაა, თუმცა ჩვენ არასოდეს აღმოვჩენილვართ ასეთი დამანგრეველი სტიქიის წინაშე, რაც გასულ ღამეს დაგვატყდა თავს", - განაცხადა ქალაქის სატრანსპორტო სამმართველოს უფროსმა ჯოზეფ ლოტამ.
ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 6 მილიონზე მეტი ადამიანი. ქარიშხლის ცენტრში ქარის სიჩქარემ 130კმ.სთ-ს მიაღწია.