ნიუ იორკის სატრანსპორტო სამმართველოს ხელმძღვანელმა ჯოზეფ ლიოტამ ქარიშხალ "სენდი"-ს ქალაქის სატრანსპორტო სისტემის ისტორიაში ყველაზე უარესი კატასტროფა უწოდა.
მისი თქმით, მანჰეტენისა და ბრუკლინის შემაერთებელი ისტ-რივერის სრუტის ქვეშ შვიდი გვირაბი დაიტბორა. მეტროპოლიტენის მრავალი მონაკვეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ავტობუსის ექვსი პარკი ასევე წყალმა დატბორა.
ადგილობრივი მედიისა და თვითმხილველთა ინფორმაციით, წყალმა ასევე დატბორა მრავალი მიწისქვეშა ავტოსადგომი, მიწისქვეშა გადასავლელი ასევე "გრაუნდ ზერო", რომელიც დანგრეული მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კოშკების ადგილზე მდებარეობდა.
ბოლო მონაცემებით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 6 მილიონი ადამიანი. სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობამ აშშსა და კანადაში 16-ს მიაღწია.
მოსალოდნელია, რომ ქვეყნის შიგნით ქარბორბალის გადანაცვლების კვალვაკვალ ქარის სიჩქარე შესუსტდება.