„საქსტატის" ინფორმაციით, სექტემბერში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 4,114 მლრდ ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 15,6%-ით მეტია 2011 წლის სექტემბერთან შედარებით. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სექტემბერში 2 716 ახალი კომპანია დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47,3%-ით არის შემცირებული. „საქსტატის" ინფორმაციით, 2011 წლის სექტემბერში 5 156 კომპანია დარეგისტრირდა.
მასალის გამოყენების პირობები