ქარიშხალ სენდის 13 ადამიანი ემსხვერპლა. გავცელებული ინფორმაციით, 12 ადამიანი დაღუპულია აშშ-ში - ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, პენსილვანიაში და დასაველთ ვირჯინიაში. ერთი ადამიანია დაღუპული კანადაში ტორონტოსთან ახლოს. კარიბის ზღვის ქვყენბში კი ქარიშხალმა უკვე იმსხვერპლა 70-მდე ადამიანი.
აშშ-ში ელექტროენერგიის გარეშე 6 მილიონი ადამიანია დარჩენილი. ნიუ-იორკთან ერთად ქარიშხალმა სენდიმ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის სხვა შტატებსაც. ამჟამად ქარიშხალის ცენტრმა პენსილვანიის შტატისკენ გადაინაცვლა.
სტიქიამ უამინოდბა გამოიწვია მერილენდში, სადაც 70 სმ თოვლი მოვიდა. აღმოსავლეთ ვირჯინიის მთებში კი თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია. თოვლი მოვიდა აპალანჩში, რომელიც სამხრეთით მდებარეობს. დაკეტილი გზები.
დატბორილია ნიუ-იორკის საქმიანი ნაწილი - მანჰეტენი. წყალი ჩავიდა მეტროს გვირაბებში.
ნიუ-იორკის სახანძრო სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას არ დაუჯერენონ ინფორმაციებს ქალაქში მნიშვნელოვანი ნგრევის შესახებ.
"ვრცელდება სხვადასხვა არასწორი ინფორმაცია ქალაქში "სენდის" შედეგების შესახებ", - აცხადებს სახანძრო სამსახური და მოუწოდებს მოსახლებას ინფორმაცია მათგან მიღონ.
უნდა აღინიშნოს, რომ ნიუ-იორკის მთავრობამ მოახდინა მანჰეტენზე განლაგებული ჰოსპიტალი NYU-ი ექიმებისა და პაციენტების ევაკუაცია. საავადმყოფოში არ გაეშვა დიზელის გენერატორი, ხოლო ელექტროენერიგიის აგრეშე პაციენტების დატოვება მათი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
სპეციელისტები აცხადებენ, რომ ქალაქი როგორც არასდროს მომზადებული დახვდა სტიქიას.
"ასეთი რამ სხვაგან რომ მომხადიყო შესაძლო მსხვერპლის რაოდენობას ათასებამდე მიეღწია. ნიუ-იორკი არის ცოცხალი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა მოემზადო საგანგებო მდგომარეობისთვის", - წერს ასოშეიტედ პრესი.
ვრცელდება ინფორმაცია მანჰეტენის აღმოსავლეთით მდებარე ელექტროსადგურზე აფეთქების შესახებ. სადგურზე აფეთქების დროს, შესაძლოა, ყოფილიყო 19 ადამიანი, თუმცა ამ დროისთვის მათ შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
წყალდიდობა ემუქრება ვაშინგტონსაც. სინოპტიკოსების განცხადებით, შესაძლოა ის 1996 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.
აშშ-ში ნიუ-ჯერსის შტატში ქარიშხალ სენდის მიერ გამოწვეული წყლის დონის მატების გამო ატომურ ელექტროსადგურ "ოისტერ კრიკზე" საფრთხის შესახებ გამოცხადდა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის ატომური რეგულირების კომისიამ გააკეთა.
კომისიის წარმომადგენელთა განცხადებით, თუ წყლის დონე განაგრძობს მომატებას, შესაძლოა ტუმბოების დაზიანება, რომელიც გამოყენებულ საწვავს აგრილებს. ამ შემთხვევაში აეს-ზე გაგრილება სახანძრო მილებით მოუწევთ.
მასალის გამოყენების პირობები