ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოს სტიქიის შედეგად ქართველების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. სტიქიის ზონაში 2 ათასამდე ქართველი ცხოვრობს. საქართველოს ვიცე-კონსული გიორგი ცეკვავა აცხადებს, რომ მათ საქართველოს მოქალაქეები მოსალოდნელი ამინდის შესახებ ორი დღით ადრე გააფრთხილეს.
"დაზარალებულებზე არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ არის შემოსული. საქართველოს მოქალაქეები მოსალოდნელი ამინდის შესახებ ორი დღით ადრე გავაფრთხილეთ და ვუთხარით, რომ დამორჩილებოდნენ იმ მითითებებს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება გასცემდა", - აცხადებს გიორგი ცეკვავა.
აშშ-ის ქარიშხალი "სენდი" უტევს. ქარიშხალ სენდის 13 ადამიანი ემსხვერპლა. გავცელებული ინფორმაციით, 12 ადამიანი დაღუპულია აშშ-ში - ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, პენსილვანიაში და დასაველთ ვირჯინიაში. ერთი ადამიანია დაღუპული კანადაში ტორონტოსთან ახლოს. კარიბის ზღვის ქვყენბში კი ქარიშხალმა უკვე იმსხვერპლა 70-მდე ადამიანი.
ვრცელდება ინფორმაცია მანჰეტენის აღმოსავლეთით მდებარე ელექტროსადგურზე აფეთქების შესახებ. სადგურზე აფეთქების დროს, შესაძლოა, ყოფილიყო 19 ადამიანი, თუმცა ამ დროისთვის მათ შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
წყალდიდობა ემუქრება ვაშინგტონსაც. სინოპტიკოსების განცხადებით, შესაძლოა ის 1996 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.
ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება კარგად მოემზადა სტიქიის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანი ზარალი და ზიანი გამორიცხული არ არის. პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას იმ შემთხვევისთვის, თუ აუცილებელი გახდება ევაკუაცია, მკაცრად დაემორჩილონ ხელისუფლების მიერ გაცემულ მითითებებს.