ქარიშხალ სენდის გამო გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ნიუ-იორკის მეტროს რამდენიმე გვირაბი დაიტბორა. განსაკუთრებით დიდი ზიანია ისტ-რივერის არხის ქვეშ გამავავალ გვირაბში.
სტიქიის გამო მანჰეტენის ერთ-ერთი რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კომპანია Consolidated Edison-ის განმარტებით ეს არაა გეგმიური გამორთვა, რომელიც უნდა განხოცრიელებულიყო სტიქიის შედეგად მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
ამ დროისთვის მხოლოდ მანჰეტემზე 250 ათასი ადამიანი ელექტროენეერგიის გარეშეა დარჩენილი.
შეგახსნებთ, რომ სტიქიამ აშშ-ში ამ დროითვის 12 ადამიანი იმსხვერპლა.