საპატიმრო დაწესებულებებიდან დღეს ვადაზე ადრე გათავისუფლებულ 100-მდე პატიმარს შორის ზუგდიდში მცხოვრები, ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომელი სერგო ჩაჩიბაია და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პოლიციები არ არიან.
ამ დრომდე უცნობია შეხება თუ არა "თავისუფალი დემოკრატების" წევრებთან მეგობრობის გამო დაკავებულ სერგო ჩაჩიაბას ვადაზე ადრე გათავისუფლება.
ჩაჩიბაიას შესაძლო გათავისუფლების ან მისი საპატიმროში დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ მისი ახლობლები.
ასევე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი იმ პოლიციელების გათავისუფლების საკითხზე, რომელთა უმრავლესობა სწორედ "თავისუფალ დემოკრატებთან" შესაძლო კავშირის გამო მოარიდა საარჩევნიო პერიოდს სააკაშვილის ხელისუფლებამ და სხვადასხვა ბრალდებით დააპატიმრა.
უნდა აღინიშნოს, რომ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებდა, რომ ჩაჩიბაიას დაკავება იყო პროვოკაცია და ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორება.
ყოფილი თანამომაზრეების ბედთან დაკავშირებით "თავისუფალი დემოკრატები" ოფიციალკურ კომენტარებს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, უახლოესი ორი დღის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 300-მდე პატიმარი დატოვებს.