საქართველოს პრეზიდნტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქუთაისში ხის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა. საწარმო ლამინირებული ხის პარკეტს, კარ-ფანჯარას, მასიურ ავეჯს და ყველა სახის ხის პროდუქცია ამზადებს. საწარმოში იყენებენ ხის ნარჩენებს და საშეშE მასალებს.
მეპატრონებმა საწარმო იაფი კრედიტის ფარგლებში აამოქმედეს, განხორციელდა 2 მილიონ 500 ათასი ლარის კერძო ინვესტიციაც. წლიური წარმადობა იქნება 3 ათასი კუბურ მეტრი წელიწადში. საწარმოში დასახლებულია 80 ადამიანი, მათი საშუალო ხელფასი 700 ლარია.
მომარაგების უზრუნველყოფა 2 ათას ადამიანს დაასაქმებს, დამატებით ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე დაზგა-დანადგარებით. პროდუქციის 80 % ექსპორტზეა გათვლილი.
"მე არაერთხელ განვაცხადე, რომ სანამ ქუთაისს არ ვაქცევთ ინდუსტრიის ქალაქად თავს არ დავანებებთ. იგი ისევ ხელახლა უნდა ვაქციოთ 100 % იანი დასაქმების ქალაქად. არც ერთი თვე და მომავალში იმედია კვირაც, ახალი ინდუსტრიული ობიექტის აგების გარეშე არ იქნება. ქუთაისის ინდუსტრიალიზაცია ჯერ არის დაახლოებით სამწლიანი და ეს სამი წელი დაიწყო ერთი წლის წინ. სამი წლის თავზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქუთაისში იქნება პრაქტიკულად 100 % დასაქმებული ქალაქი", _ განაცხადა ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.