"რუსეთი სამხრეთ ოსეთის განვითარებით დაინტერესებულია", - ეს განცხადება ეს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა დღეს ცხინვალში გამართულ თათბირზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
თიბილოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამ დაადასტურა, რომ რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მრავალმხრივი განვითარება სურს.
"მრავალი საკითხი განვიხილეთ, რომელიც რესპუბლიკის სიცოცხლისუნარიანობის მრავალ მიმართულებას ეხებოდა. ამ შეხვედრამ ცხადყო, რომ რუსეთი დაინტერესებულია იმით, რომ სამხრეთ ოსეთი განვითარდეს, ხოლო დახმარება, რომელსაც იგი ჩვენს სახელმწიფოს უწევს აისახოს ხალხსა და მათი ცხოვრების დონეზე",- განაცხადა თიბილოვმა.