სასჯელაღსრულების დაწესებულებებს უახლოეს დღეებში 355 პატიმარი დატოვებს და 40000-მდე პატიმრისთვის პირობითი მსჯავრის მოხსნის საკითხის განხილვა იგეგმება, - ამის შესახებ ჟუნალისტებს სასჯელაღსრულების პრობაცისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა განუცხადა. მისი თქმით, შესაბამისი კომისია უახლოეს დღეებში შექიმნება.
"უახლოეს დღეებში შეიქმნება მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება ახალი წევრებით. კომისია პერიოდულად შეიკრიბება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მოხდება იმ მსჯავრდებულთა საქმეების გადახედვა, რომლებსაც უარი ეთქვათ პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ადგილობრივი საბჭოების მიერ", - განაცხადა სუბარმა.