კრასკოდარის მხარეში ოკუპირებული აფხაზეთიდან ციტრუსების შეტანა შეზღუდეს. ცისტუსების სეზონის დაწყების წინ, აკრძალვის მიხედვით, ერთ ადამიანს საზღვარზე მხოლოდ 50 კილოგრამამდე ციტრუსის გადატანა შეუძლია. საბაჟო სამსახურის მიერ შემოღებული აკრძალვა ძალაში დღეიდან შედის.
"შემოდგომის ბოლოს აფხაზეთში ტრადიციულად ციტრუსების შეგროვების დრო დგება. აკრძავის გამო კი მოსახლეობა შეგროვებული მოსავლის გაყიდვას ალბათ ვერ მოახერხებს. ერ ადამიანს მხოლოდ 50 კილოგრამი ციტრუსის გადატანის უფლება აქვს", _ იუწყება სოჭის საბაჟო სამსახურის პრესსამსახური და აღნიშნავს, რომ ვისაც მეტი ცირტუსის გადატანა სურს, მათ საბაჟო მოსაკრებელი უნდა გადახადოს და ფიტოსანიტარული სერტიფიკატი და შესაბამისი საქონლის უსაფრთხოების დეკლარაცია უნდა წარადგინოს. ამ დოკუმენტების მიღება კერძო მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს შეუძლიათ.
ამ კანონის დამრღვევებს დააჯარიმებენ, მალფუჭებადი საქონელს კი სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოართმევენ.