რუსთავში უბედური შემთხვევა მოხდა. მე-20 მიკრორაიონის #6-ე კორპუსის შესასვლელში სადარბაზოს სახურავი ჩამოინგრა, რომლის ქვეშ 39 წლის შალვა ტეტუნაშვილი მოყვა.
დაზარალებული მძიმე დაზიანებებით რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ექიმების განცხადებით, ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.