დღეს ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტსი მიხეილ სააკაშვილი ჩადის.
პრეზიდენტი ქუთაისში ხის გადამამუშავებელ მინიქარხანის გახსნას აპირებს. საწარმო ლამინირებულ ხის პარკეტსა და მეტალოპლასტმასის ევროპული სტანდარტების პროდუქციას უშვებს.
ქარხანაში 30 ადგილობრივი მოსამსახურეა დასაქმებული. მიხეილ სააკაშვილი, ქუთაისის "ტორპედოს" ცენტრალურ სტადიონსაც დაათვალიერებს, სადაც ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ფიფა-ს სტანდარტების სტადიონი წელს უნდა გაიხსნას.