"წელიწად-ნახევრის განმავლობაში ისეთ საკანონმდებლო ბაზას შევქმნით, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტად განვითარებას", - განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ქმედით გუნდს დატოვებს.
"მე მოვახერხებ პირადად, რომ დავტოვო ისეთი გუნდი, რომელიც იქნება ძალიან ქმედითუნარიანი და იქნება ძალიან სახალხო მთავრობა", _ განაცხადა ივანიშვილმა.