რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე თვეს სირიიდან 36 სირიელი აფხაზი დაბრუნდა. ისინი ადაპტაციისათვის სასტუმრო "აიტარში" არიან განთავსებული. მათ შორის 16 ბავშვია, რომელთა შორისაც თავის მხრივ 7 ჩვილია.
სირიელი ე.წ. რეპატრიანტები - როგორც მათ აფხაზეთში უწოდებენ აფხაზეთში ჩასვლას აგრძელებენ - ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მათმა რაოდენობამ 96 ადამიანს მიაღწია. მათ უზრუნველყოფენ საცხოვრებლით და ასევე ხდება ორგანიზება მათი ადაპტაციის პროცესისა. განცხადება ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. რეპატრიაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ადლეიბამ გააკეთა.
"ბავშვები საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დადიან, ახალგაზრდები უმაღლესი სასწავლებლების მოსამზადებელ კურსებზე. დაბრუნებულთა 79 % სამსახურით უზრუნველყოფილია. 16 ოჯახს ახლახანს სოხუმთან ახლოს კეთილმოწყობილი ბინები გადაეცა.
აფხაზეთის მოქალაქეობას აფხაზური (აბაზა) და უბიხური ეროვნების ადამიანები აფხაზეთის მოქალაქეობასა და პასპორტებს ავტომატურად იღებენ", _ აცხადებს ადლეიბა და აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში არავითარი პრობლემა არ არის.
სანია იმხა-გეჩბა - აფხაზეთში ახლახანს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად "დაბრუნდა". ისინი სასტუმრო "აიტარში" ცხოვრობენ. მცირე ხლით ადრე, მიმდინარე წლის მაისში აფხაზეთში ჩამოვიდა მისი ორი ვაჟი, რომლებსაც გულრიფშის რაიონის დაასახლებაში უკვე საკუთარი ბინები აქვთ. სირიაშია დარჩენილი კიდევ ორი მისი ვაჟი, რომლებიც მალე აფხაზეთში ჩამოვლენ. სანია იმხა-გეჩბას მეუღლე უახიდ გეჩბა აცხადებს, რომ ისინი აფხაზეთში სამუდამოდ დაბრუნდნენ. "ეს ჩვენი სამშობლოა, ჩვენი მიწაა და ჩვენ აქ ცხოვრება გვსურს", - აცხადებს გეჩბა.