მუსლიმანური სამყარო დღეს ყურბან ბაირამს (იდ ულ-ადხა). აღნიშნავს. ბათუმის მეჩეთში საზეიმო ლოცვა საქართველოს მუსლიმანთა კავშირის თავმჯდომარემ, აჭარის მუფტმა ჯემალ პაქსაძემ ჩაატარა.
მორწმუნეებს დღესასწაული აჭარის არ. მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ და რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიულოცეს.
ყურბანი მსხვერპლშეწირვას ნიშნავს. დღესასწაული აღინიშნება მინას ხეობაში მექასთან ახლოს მუსულმანური კალენდრის ზულ-ხიჯის მეთორმეტე თვის მე-10 დღეს.
იმის გამო, რომ ყველა მუსულმანს არ შეუძლია მექაში ჩასვლა, მუსულანური კანონების მიხედვით, დღესასწაულის აღნიშვნა შესაძლებელია ყველგან, სადაც შესაძლოა ისინი კონკრეტულ ვითარებაში აღმოჩნდნენ.
ამ დღესასწაულის მითოლოგია ბიბლიურ სიუჟეტს უკავშირდება, სადაც აბრამი (არაბულად იბრაჰიმი) თავისი შვიულის ისააკის ღმერთისთვის შეწირვას ცდილობს. მუსულმანური რელიგიის მიხედვით ისააკის ადგილი ისმაილს აქვს დაკავებული - უფროს შვილს, ხოლო ისააკი მუსულმანური გადმოცემის მიხედვით აბრაამის მეორე შვილია. ღმერთმა დაუფასა იბრაჰიმს ერთგულება და მხვერპლთშეწირვისთვის მიყვანილი ისმაილი ცხვრით შეიცვალა.
მსვერპლშეწირვის აღნიშვნა დილით ადრე იწყება. მორწმუნები იბანებს, იცვამენ ახალ ტანსაცმელს და იწყებენ ლოცვას. ლოცვის წინ ჭამა აკრძალულია. დილის ნამაზის (ლიცვის) დასრულების შემდეგ მორწმუნენი ბრუნდებიან სახლებში და იწყება გართობა - ალაჰის დიდება. შემდგომ ისინი კვლავ ბრუნდებიან მეჩეთში ან სპეციალურ მოედანზე სადაც მულა ან იმამ-ჰატიმი იწყებს ქადაგებას. ამის შემდეგ მუსულმანები ტრადიციულად მიდიან სასაფლაოებზე და ლოცულობენ გარდაცვლილთა სულებისთვის. სასაფლაოდან დაბრუნების შემდეგ იწყება მსხვერპლშეწირვის რიტუალი.
ყურბან-ბაირამის დღესასწაული დღეს დაიწყო და კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.
ტრადიციულად ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე წყდებოდა ომები, ათავისუფლდებდნენ ტყვეებს, ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი სიკეთის კეთებას.