ისრაელის ხელისუფლებამ და ღაზას სექტორში ხელისუფლებაში მყოფმა მოძრაობა ჰამასის ხელმძღვანელობამ, ეგვიპტის შუამავლობით გამართულ არაოფიციალურ მოლაპარაკებებში, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ცეცხლის შეწყვეტის პირობების და შეთანხმებული ვადის შესახებ ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი.
შეთანხმება მიღწეულ იქნა იმ ვითარებაში, როდესაც დაპირისპირება მხარეებს შორის კვლავ გამწვავდა.
22 ოქტომრიდან ისრაელის საჰაერო ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ჰამასის ექვსი ბოევიკი დაიღუპა.
ისრაელის ხელისუფლების განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 70 რაკეტა იქნა გაშვებული, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიჭრა, სამი მათგანი კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფება.