ეგვიპტის ხელისუფლების ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის აგენტებთან ურთიერთსროლისას დაიღუპა ადამიანი, რომელიც კავშირშია ლიბიაში აშშ-ის ელჩის მკვლელობასთან.
ეგვიტის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კაიროს ერთ-ერთი კვარტლის საცხოვრებელ ბინასთან, სადაც ეჭვმიტანილი იმალებოდა, სროლები რამდენიმე საათი გაგრძელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა პოლიციის მიმართულებით ისროლა ხელყუმბარა, რომელიც მისსავე ოთახში აფეთქდა.
"შედეგად გაჩნდა ხანძარი. მოგვიანებით იპოვნეს ეჭვმიტანილის ცხედარი, ასევე ტყვიაწამალი და სხვადასხვა იარაღი", - განაცხადა ეგვიპტის შს მინისტრმა.
შგახსენებთ, რომ აშშ-ის ელჩი ლიბიაში კრის სტივენსი და სამი ამერიკელი დიპლომატი ბენგაზში სექტემბერში მოკლეს.