სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მთავრობამ რუსეთის ხელისუფლებას განუცხადა, რომ მზადაა მიიღოს გაეროსა და არაბეთის სახელმწიფოების ლიგის სპეცწარგზავნილის ლახდარ ბრახიმის წინადადება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამის შესახებ გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა.
ცეცხლის შეწყვეტისა და მასთან დაკავშირებული სხვა დეტალების შესახებ დღეს, 25 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
"ეს (ცეცხლის შეწყვეტა. რედ) დამოკიდებული იქნება ჩართული მხარეების კეთილ ნებაზე. თუმცა მიმაჩნია, რომ საერთაშორისო თანამგობრობის მზერა მიპყრობილი იქნება სირიისკენ. შესაბამისად, ვინც დაარღვევს შეთახმებას, საერთაშორისო საზოგადეოებისგან მიიღებს შესაბამის შეფასებას ", - განაცხადა ჩურკინმა.
შეგახსენებთ, რომ ლახდარ ბრახიმის განცხადებით, სირიის მთავრობა დათანხმდა ყურბან-ბაირამის დროს ცეცხლის შეწყვეტას.