დღეს, 25 ოქტომბერს, ბათუმში გაიმართება ღონისძიება "იაპონური შემოდგომა - იაპონური კულტურის თვე". 19:00 საათზე ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ჩატარდება კონცერტი.
სოლისტები არიან კენ აისო - ვიოლინო, აკიკაძუ ნაკამურა - შაკუჰაჩი, თამარ ლიჩელი - ფორტეპიანო. პროგრამაშია: გ. ფ. ჰენდელი, სონატა გ მინორ Oპ.1-6, ტრადიციული ძენ მუსიკა სოლო შაკუჰაჩი (მობუდარი წეროები), ტორუ ტაკემიცუ "შორიდან, სადაც ქრიზანტემები და ნოემბრის ნისლია", ტრადიციული ძენ მუსიკა სოლო შაკუჰაჩი "საჯი", ლევან გომელაური - "შემოდგომის ნისლია, საკუთარი მდუმარებით უერთდება ყვანჩალა" (2012 იაპონური შემოდგომის კონკურსის გამარჯვებული კომპოზიცია), კამილ სენ-სანსი (იზაი), ვალსი კაპრისი Oპ.52-6. აკიკაძუ ნაკამურა საკურა (2011).
27 ოქტომბერს კი კონცერტი ქუთაისში, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჩატარდება, 29 ოქტომბერს კი თბილისში, სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზში.
კონცერტები იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, JTI Group of Companies-ის მხარდაჭერით ტარდება. იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თარიღად 1992 წლის 3 აგვისტო მიიჩნევა. წელს ამ ისტორიული მოვლენის მე-20 წლისთავი აღინიშნება. ამ თარღის აღსანიშნავად, იაპონიისა და საქართველოს მთავრობები აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებას.